საზოგადოება

ტექნიკურ უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა მხოლოდ 300-ით შეუმცირდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს დაახლოებით 300-ით ნაკლები სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე გასულ წელს. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს, სტუ-ის მიერ საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3880-ით განისაზღვრა. გასულ წელს კი კვოტა 4207 იყო, ხოლო ჩარიცხულთა რაოდენობამ 3575 შეადგინა.

Exit mobile version