სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

კაია კალასი: გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის​

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა გააკეთა კომენტარი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებაზე, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის დარტყმის შედეგად დაიღუპა. „ალი ხამენეის გარდაცვალება ირანის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია. რა მოხდება შემდგომ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ახლა გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის“, – წერს კალასი. აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია

წაკითხვა
პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე“: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები – შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია „მეამა“ ქართველი ხალხისგან ბოიკოტს იმსახურებს. კუჭაშვილი ამით „მეამას“ დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უარი თქვა “იმედთან” და “პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე. „როცა ბიზნესი ამ ხელისუფლების პირობებში ააწყვე, ფეხზე გაიმართე, ფული იშოვე. იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები – შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი

წაკითხვა
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი „მეამას” დირექტორის განცხადებაზე, რომ არ ითანამშრომლებს „იმედთან” და „პოს ტვ”-თან: სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი კომპანიის “მეამა” დირექტორის, ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან” და „პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. შაქარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა “მეამას” კონტრაქტები უნდა გაუწყვიტონ. „სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. სააკაცუკეთის გარდა აქ რომ ყავას აღარავინ დალევს ეს ხომ ცხადია. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა

წაკითხვა
უცხოეთი

ვინ არის ჯეფრი ეპშტეინის მემკვიდრე? ბელორუსელი ერთგული თანამგზავრი, რომელსაც ეპშტეინმა ქონება უანდერძა

სექსუალური მტაცებელი ჯეფრი ეპშტეინის ერთგული თანამგზავრი, კარინა შულიაკი, იყო უკანასკნელი ადამიანი, ვინც მას ტელეფონით ესაუბრა 2019 წლის 10 აგვისტოს, ციხეში მის თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. კარინა შულიაკი, რომელიც ფინანსისტთან ახლოს იყო, რომლის საყვარელიც, მენეჯერიც და დამოკიდებულიც იყო, მის მთავარ ბენეფიციარად არის მოხსენიებული ანდერძში, რომელიც მან სიკვდილამდე საკანში დაწერა. ამ დოკუმენტის თანახმად, შულიაკს მემკვიდრეობით 100 მილიონი

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება – რა შეხვედრებია დაგეგმილი?

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის

წაკითხვა
უცხოეთი

EU ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე: ძალიან შემაშფოთებელია

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანში განვითარებული მოვლენები „ძალიან შემაშფოთებელია“ და კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის „ურყევი ერთგულება რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ“. ევროპელმა ლიდერებმა შეშფოთებითა და სიფრთხილით უპასუხეს ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შესახებ ინფორმაციას – ოპერაციები, რომლებსაც პენტაგონმა „ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ უწოდა“ – და გააფრთხილეს, რომ შეტევა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის

წაკითხვა
უცხოეთი

ჩინეთის არმიის საზღვაო და საჰაერო ქვედანაყოფები ფილიპინების ე.წ. „ერთობლივი პატრულირების“ ზონაში შევიდნენ

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სამხრეთის სარდლობის საზღვაო და საჰაერო ქვედანაყოფებმა შაბათს ჩინეთის ჰუანგიან დაოს ტერიტორიულ ზღვასა და საჰაერო სივრცეში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მზადყოფნის პატრულირება ჩაატარეს. ოფიციალურად გამოქვეყნებულ კადრებში წარმოდგენილი პილოტების კომუნიკაციების თანახმად, ჩინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები ფილიპინების, აშშ-ს, იაპონიისა და ავსტრალიის მიერ ჩატარებული ე.წ. ერთობლივი პატრულირების არეალში შევიდნენ, განაცხადა შაბათს საღამოს იუიუანტანტიანმა, ჩინეთის

წაკითხვა
უცხოეთი

ასობით დემონსტრანტი კარაჩიში აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა

პაკისტანში, კარაჩიში 500-მდე ადამიანი აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. Associated Press-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქციაში მუსლიმი შიიტები მონაწილეობდნენ. პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ. „ეს ომი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანის ცენტრში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხამენეის ბედთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“, – დასძინა მან.

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘᲡ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲘᲗ, ᲘᲠᲐᲜᲛᲐ ᲰᲝᲠᲛᲣᲖᲘᲡ ᲡᲠᲣᲢᲔ ᲩᲐᲙᲔᲢᲐ

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს.  თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს. მსოფლიოში ნავთობისა და გაზის თითქმის მეხუთედი ჰორმუზის სრუტეზე გადის. სრუტე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგების მთავარ მარშრუტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ნავთობის ტანკერების მოძრაობა უკვე შეჩერებულია.

წაკითხვა