არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან ექიმი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში ჩაერთვება
საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან ექიმი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში ჩაერთვება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქეთიდან რეანიმატოლოგს დღეს ღამით ჩამოიყვანენ.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.