სამართალი

სამართალი
პოლიტიკა სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: 2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება.

წაკითხვა
სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი

წაკითხვა
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 64 უცხოელი არალეგალი, მათ შორის იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდის და უზბეკეთის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა

წაკითხვა
სამართალი

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

წაკითხვა
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“

წაკითხვა
სამართალი

გიორგი გველესიანის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასამართლომ გიორგი ხუციშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ხუციშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს.ასევე, 1 500 ლარით დაჯარიმდა გიორგი ჯოჯიშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი მასხულიას მისამართით გამოიყენა. ანალოგიური ჯარიმის გადახდა მოუწევს გიორგი ჯიბლაძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა.შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე

წაკითხვა
სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო

წაკითხვა
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად

წაკითხვა
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: 2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს

წაკითხვა
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის

წაკითხვა