ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲦᲕᲘᲜᲝ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ-ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐᲖᲔ ᲘᲧᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო