მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, ბიუროკრატიის ხარისხით გლობალურ რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-17 პოზიციაზე მოხვდა. ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატური კვლევებს.

Read More
მნიშვნელოვანი

ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში

ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ორგანიზაციის რეგიონულ ტურნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაინტერესება დიდია და ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველთა რაოდენობა იზრდება. „ვაპირებთ მთლიანად საქართველოს შემოვლას.

Read More
მნიშვნელოვანი სოციალური მედია

როგორ იტყუება უცხოეთიდან დაფინანსებული, პროპაგანდისტული ნეტგაზეთი/ბათუმელები

უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული, ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია ნეტგაზეთი/ბათუმელები დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიზანი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა. თემაც ისეთი აქვთ შერჩეული, რაც საზოგადოებისათვის სენსიტიურია – ელექტროენერგიის გაძვირება. სათაური კიდევ უფრო სკანდალურია – “როგორ უკავშირდება ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილს და კრიპტოწარმოების ბიზნესს”. წესით, სტატია უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ ფლობს და

Read More
მნიშვნელოვანი

ირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა

საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. „საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და

Read More
მნიშვნელოვანი

„TV პირველის” ჟურნალისტებმა: ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს “POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა. „TV პირველის“ ჟურნალისტები ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა. “POSTV-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემყარებოდა “კოკა-კოლას” მფლობელ თემურ ჭყონიასთან ჩაწერილ ინტერვიუს,

Read More
მნიშვნელოვანი უცხოეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვამბობდით, რომ გვსურს ,,ტრამპის მარშრუტის” მშენებლობა წლის ბოლოს ან შუა რიცხვებში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალისტურია ეს, ყოველ შემთხვევაში, ეს სურვილი იყო

,,ტრამპის მარშრუტის” შესახებ დისკუსიები არ შენელებულა, ჩვენ დოკუმენტებზე შეთანხმების პროცესში ვართ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კვირას, Armenian News-NEWS.am-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვვარაუდობ, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა გაფორმდეს რაიმე სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რის შემდეგაც შეიქმნება ორგანიზაცია. ჩვენ ვამბობდით, რომ გვსურს ,,ტრამპის მარშრუტის” მშენებლობა წლის ბოლოს ან შუა რიცხვებში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად

Read More
მნიშვნელოვანი

თამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს

დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა გლობალურად მნიშვნელოვანი. „45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო

Read More
მთავარი თემა მნიშვნელოვანი

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის.

Read More
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას – სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს

ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და გამოთქვა მტკიცე პროტესტი ამ თავდასხმების მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

Read More
მნიშვნელოვანი უცხოეთი

პიტ ჰეგსეთი: ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ, იმდენ დროს გამოვიყენებთ, რამდენიც საჭირო იქნება – ამერიკა ირანში იმარჯვებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ირანთან მიმართებით საუბრისას, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა ირანში იმარჯვებს. ჰეგსეთის თქმით, ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი რამდენიმე დღეში დამყარდება. „ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ

Read More