დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება
საზოგადოება

დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება

ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, – განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას.

მისი განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი შეუფასებელია.

„ყველა გლოვობს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს, ასევე, ემიგრანტებს, რომელიც ძალიან უყვარდა პატრიარქს, ყოველთვის ლოცავდა ხოლმე, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, ყოველთვის სიკეთეს უსურვებდა ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს“, – აღნიშნა დეკანოზმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *