დუბაიში დრონი შენობას მოხვდა
უცხოეთი

დუბაიში დრონი შენობას მოხვდა

დუბაიში დრონი ქალაქის ცენტრში, Dubai Creek Harbour-ში მდებარე სანაპირო ზოლის მდიდრულ კომპლექსში მდებარე შენობას მოხვდა.

დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა შენობაში გაჩენილი მცირე ხანძარი მალევე ჩააქრეს. შენობაში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან.