ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე
უცხოეთი

ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე

დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ტელეფონით ისაუბრა.

„ფაქტობრივად, მომავალი კვირა დაეთმობა ევროპელებთან ერთობლივ მუშაობას, რათა უკრაინის დაცვისთვის საჭირო გადაწყვეტილებები რეალურად ამოქმედდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.