ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია
უცხოეთი

ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მიიჩნევენ, რომ ხამენეის ვაჟი ცოცხალია.

ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.