აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სადაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ლუნამ თავის პოსტში.