ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
სამართალი

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან.