ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
უცხოეთი

ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი

უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

მანამდე უნგრეთის პრემიერის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი ახლა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინულმა „სიკვდილის რაზმმა“ მათ შესახებ ყველაფერი იცის – მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს იცავდა“.

ბალაშ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დროა უკრაინამ გაიგოს: მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ გაჭრის“.