უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული, ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია ნეტგაზეთი/ბათუმელები დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიზანი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა.
თემაც ისეთი აქვთ შერჩეული, რაც საზოგადოებისათვის სენსიტიურია – ელექტროენერგიის გაძვირება. სათაური კიდევ უფრო სკანდალურია – “როგორ უკავშირდება ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილს და კრიპტოწარმოების ბიზნესს”.
წესით, სტატია უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ ფლობს და აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ ბიზნესს საქართველოში. წესით, პროპაგანდისტული გამოცემის სტატია უნდა ადასტურბდეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმა ელექტროენერგია გააძვირა.
სინამდვილეში, ნეტგაზეთი/ბათუმელებს პროპაგანდის ყველაზე ბინძური მეთოდი აქვს გამოყენებული – მყვირალა სათაური, რომელსაც დართული აქვს გაშავების ობიექტის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო, ხოლო უშუალოდ სტატია ჭორაობასა და ვარაუდებზეა აგებული.
ცხადია, პროპაგანდისტულ გამოცემას არ აქვს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება სტატიაში, რომ ბიძინა ივანიშვილი კრიპტომაინინგის ბიზნესს ფლობს. წერია, რომ ადრე ფლობდა კომპანია “ბიტფურის”, თუმცა იქვე წერენ, რომ წლბის წინ გაასხვისა.
კიდევ უფრო საოცარია ამ თემასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერესის დამაკავშირებელი აბსურდული კვანძი სტატიაში – უცხოეთიდან დაფინანსებული გამოცემა წერს, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დავა გიორგი ბაჩიაშვილთან და ეს დავა სწორედ ბიტკოინების თემას შეეხებოდა, ესეიგი ინტერესი დადასტურებულია.
მოდით, პროპაგანდისტების ეს ტყუილი კიდევ უფრო ჩავშალოთ. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული დავა სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს კრიპტობიზნესის მიმართ ნულოვანი ინტერესი აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის თხოვნით და პარტნიორობით წლების წინ ამ ბიზნესში თანხა ჩადო, წლების მანძილზე კი თემა საერთოდ არ მოუკითხავს. დავა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი თანხა მიითვისა და ბიძინა ივანიშვილის “გადაგდება” სცადა.
რაც შეეხება პროპაგანდისტების მორიგ მცდელობას, რომ როგორმე სტატიაში გააჩინონ ივანიშვილის კავშირი ბიტკოინებთან და დენის გაძვირებასთან, ეს ნაცმოძრაობის ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებაა. გოცირიძე ამბობს, რომ არ სჯერა “ბიტფურის” გასხვისების და მისი აზრით, კომპანია ისევ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თავად განსაჯეთ, რამდენად ფასეულია რომან გოცირიძის ეს კომენტარი.
ამრიგად, სტატიაში ვერანაირად ვერ ხერხდება ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება კრიპტო ბიზნესთან და შესაბამისად, დენის გაძვირებასთან. უფრო მეტიც, მანიპულაციებით გაჟთენთილი პროპაგანდისტული პროდუქტი იმასაც ვერ ამტკიცებს, რომ ელ.ენრგიის გაძვირება კრიპტობიზნესმა გამოიწვია. სამაგიეროდ, გებელსისეული პროპაგანდის საუკეთესო სტილში აქვთ გამეორებული ტყუილებით ადამიანის გაშავების მეთოდები.