სერიალ „ტედ ლასოს» მეოთხე სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა.
სიუჟეტის მიხედვით, შოუს მთავარი პერსონაჟი, ტედი რიჩმონდში ბრუნდება, რათა მეორე დივიზიონის ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი გახდეს. უკვე გამოქვეყნდა სეზონის პირველი კადრებიც.
მის როლს კვლავ ჯეისონ სუდეიკისი შეასრულებს. მასთან ერთად, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან მ ბრეტ გოლდსტინი, ჯერემი სვიფტი, ჰანა უოდინგემი და ჯუნო ტემპლი.
„ტედ ლასო“ ამერიკული სპორტული კომედიურ-დრამატული ტელესერიალია, რომელიც ჯეისონ სუდეიკისმა, ბილ ლოურენსმა, ბრენდან ჰანტმა და ჯო კელიმ შექმნეს.
შოუმ კრიტიკოსების საყოველთაო აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებით სამსახიობო შესრულების, სცენარის, პოზიტიური ტონისა და მასში წამოჭრილი თემების გამო. ის 20-ჯერ იყო წარდგენილი „ემიზე“ და ამ მაჩვენებლით პრემიის ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე ახალი კომედია გახდა.