ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“
უცხოეთი

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“

ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“.

„აქა-იქ რაღაცები დარჩა… ნებისმიერ დროს, როცა კი მოვისურვებ, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება კიდევაც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ განრიგს საგრძნობლად ვუსწრებთ. იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა, მათ შორის თავდაპირველ ექვსკვირიან პერიოდშიც“, – განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ირანის მტრული ქმედებები ისრაელისა და აშშ-ის ფარგლებს გასცდა და რეგიონის ქვეყნებზეც ვრცელდება.

„ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ნაწილსაც უმიზნებდნენ. ახლა კი იმ 47-წლიანი სიკვდილისა და ნგრევისთვის აგებენ პასუხს, რომელიც თავადვე გამოიწვიეს. ეს სამაგიეროს გადახდაა. ისინი ასე იოლად ვერ დააღწევენ თავს“, – დასძინა მან.