ჯეი დი ვენსმა წაშალა X პოსტი, რომელშიც ორჯერ იყო ნახსენები სომხების გენოციდი
უცხოეთი

ჯეი დი ვენსმა წაშალა X პოსტი, რომელშიც ორჯერ იყო ნახსენები სომხების გენოციდი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის X ანგარიშიდან წაიშალა პოსტი ერევანში, სომხების გენოციდის მემორიალზე ვიზიტის შესახებ.

პოსტში ორჯერ იყო ნახსენები ტერმინი „სომხების გენოციდი“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ზემოხსენებული პოსტი შეიცვალა მისი პრესმდივნის, ტეილორ ვან კირკის პოსტით, რომელიც ერევანში, სომეხთა გენოციდის მემორიალთან ვიზიტს ეხებოდა და მასში ნათქვამია: „ვიცე-პრეზიდენტი და მისი მეუღლე სომხეთში ვიზიტის ბოლო დღეს ყვავილებს დებენ მარადიულ ცეცხლთან და სტუმრების წიგნში ხელს აწერენ“.