„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე
უცხოეთი

„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„მოძრაობა ადასტურებს რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს აგრესიას ყველა შესაძლებელი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოუწოდებს ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაჯგუფება, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ირანთან, ისე კატართან, აცხადებს, რომ ომის შეჩერება რეგიონის ინტერესებში შედის.