Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილ სამიტზე კაია კალასისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მომავლის საკითხს განიხილავენ.
გერმანია და საფრანგეთი გამოდიან ინიციატივით, კალასის ფუნქციები ევროკომისიის სტრუქტურაში ინტეგრირდეს, ხოლო თავად დიპლომატი ევროკომისიის პრეზიდენტის აღმასრულებელ მოადგილედ დაინიშნოს.
პარიზისა და ბერლინის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ევრობლოკის საგარეო პოლიტიკური კურსის უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს.