პერუში თითქმის 600 წლის განმავლობაში ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს
უცხოეთი

პერუში თითქმის 600 წლის განმავლობაში ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს

პერუს ჩრდილოეთით, ჩან-ჩანის მახლობლად მდებარე სამარხში სულ მცირე 38 ადამიანის ნაშთი იპოვეს. სამარხი ასევე შეიცავდა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ლითონის იარაღს, რომლებიც ინკამდელ ჩიმუს ცივილიზაციას ეკუთვნოდა. ეს კულტურა პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე ახ. წ. 900-დან 1470 წლამდე ყვაოდა.

ექსპერტები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ ობიექტი დაუზიანებელი დახვდათ, რადგან მანამდე აღმოჩენილი ნაშთები კოლონიური ეპოქიდან მოყოლებული გაძარცული და განადგურებული იყო.