კაჭრეთის “ამბასადორში” საავიაციო ბაზა გაიხსნა
პოლიტიკა

კაჭრეთის “ამბასადორში” საავიაციო ბაზა გაიხსნა

მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის განვითარების მიზნით, “ამბასადორი ჯგუფი” კაჭრეთში, 16 ჰექტარზე, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მისი ერთი ნაწილი ეთმობა აეროდრომს ასაფრენი და სამიმოსვლო ბილიკებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო მეორე ნაწილზე მიმდინარეობს ავიავილების მშენებლობა.

პროექტი არ არის მხოლოდ საავიაციო ინფრასტრუქტურა – ის ქმნის ახალ პრემიალურ ტურისტულ პროდუქტს, საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამუშაო ადგილებსა და საერთაშორისო კავშირებს.

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – “ამბასადორის საავიაციო სოფელი”, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის თანადაფინანსებით განხორციელდა. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საავიაციო ბაზის გახსნის ღონისძიებაზე.