ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე განიხილება მეცნიერების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც გაიმართება ქალაქ პარიზში. აღნიშნულ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა. აღნიშნული მიმართულებით, ის მიღწევები, რომლებიც არსებობს დღეს ევროპაში. ასევე, ხაზი გაესმება ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.