შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.

მისი თქმით, ოპოზიციამ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი სახე და ამას მისი ამომრჩეველიც ხედავს.

„თუკი ყველა მოსყიდული იყო, ვიღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში?! ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ვართ ამის გულშემატკივარი. შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება. ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს. მას შემდეგ, რაც დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ მათ შორის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც იღებდნენ აქამდე. ქართველმა ხალხმა ზურგი შეაქცია, ზურგი შეაქციეს თავისმა მხარდამჭერებმა. აი, ეს ფრუსტრაციის შედეგი არის, რასაც ისინი უკვე ავლენენ – თავის ჭეშმარიტ ზნეს. რასაც ახლა ვუყურებთ, ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.