არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გია ბარამიძე
სამართალი

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გია ბარამიძე

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე.

დაკავების შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.

დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება გამოძიებას, რომელიც სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი მეომრები ტყვეებს ხვრეტდნენ.