პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
უცხოეთი

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართლებრივი დავის საბაბი კანცლერის განცხადება გახდა. მერცმა პარლამენტის სხდომაზე AfD-ის მიგრაციული პოლიტიკა, კერძოდ, რემიგრაციის ინიციატივა ეთნიკურ წმენდას შეადარა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციაში აცხადებენ, რომ მერცის შეფასება პოლიტიკური პარტიისა და მილიონობით ამომრჩევლის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური შეურაცხყოფაა.