შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. ასამბლეის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა.

ეუთოს დელეგაცია უკვე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია, მათ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიაწოდა.