ტრამპი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. მათ საბოლოოდ დაკარგეს მოთმინება იმ სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესებისა და რეგულაციების გამო, რამაც გერმანია ასე მძიმედ დააზარალა
უცხოეთი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, გერმანელმა ხალხმა საბოლოოდ დაკარგა მოთმინება იმ სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესებისა და რეგულაციების გამო, რამაც გერმანია ასე მძიმედ დააზარალა.

„ვაუ! გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. მათ საბოლოოდ დაკარგეს მოთმინება იმ სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესებისა და რეგულაციების გამო, რამაც გერმანია ასე მძიმედ დააზარალა. ისინი აღმავლობის გზაზე არიან და ამას აღარ შეეგუებიან! გავხადოთ გერმანია კვლავ დიადი!!!“, – დაწერა ტრამპმა.