აშშ-ის საელჩო – 25 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან, წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ არასდროს დავიხევთ უკან და არასდროს დავნებდებით
დღეს 25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა, – ამის შესახებ 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „25 წლის შემდეგაც, ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს. წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ამერიკელებმა