პრემიერი – პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის
დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს. “2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი