გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მომავალ სამშაბათს ნიუ-იორკში აღარ გაფრინდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ვიზიტის გაუქმება ხდება მერცის პოლიტიკური მომავლისა და გერმანიის ხელისუფლებაში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინტენსიური დისკუსიების ფონზე, რაც უკავშირდება კვირას მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში დაგეგმილ არჩევნებს, სადაც მისი პარტიის სუსტ შედეგებს ელოდებიან.
„თავდაპირველი გეგმისგან განსხვავებით, კანცლერი მომავალ კვირას ნიუ-იორკში არ გაფრინდება, ვინაიდან მისი ყოფნა ბერლინშია საჭირო“, – განუცხადა POLITICO-ს გერმანელმა ოფიციალურმა პირმა.