სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ერევანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.როგორც სომხეთის პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთი მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს მეგობრულად ექცევა, თუმცა არსებობს ხაზები, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია.ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციათა პაკეტს სწავლობს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქცევა.„ჩვენ ყველა პარტნიორს ძალიან გამჭვირვალედ ვექცევით. განსაკუთრებით, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ურთიერთობები იმავე დონეზე დარჩეს. მაგრამ არსებობს ხაზი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებთ – ეს არის რისკი, რომ თავად სომხეთი აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ფაშინიანმა.როგორც ფაშინიანმა განმარტა, თუ მთავრობა დაინახავს, რომ სომხეთი შეიძლება თავად დასანქცირდეს, მაშინ „გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“.