ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს – ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
უცხოეთი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს – ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს განხილვებთან დაახლოებულმა სამმა წყარომ განუცხადა.

წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 120 მილიონი ბარელი დიზელის ბაზარზე გამოშვება მოსთხოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხს ხუთშაბათს ევროკომისია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ.

„იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და იაპონია ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დაპირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოყო. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, პატივი სცეს თავის ვალდებულებებს“, – განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა.