მარტა კოსი – თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო შორდება
უცხოეთი

მარტა კოსი – თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო შორდება

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობების განვითარებით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.„მედიის თავისუფლებასთან, LGBTQI+ ადამიანების უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო აშორებს“, – განაცხადა კოსმა.თურქეთის ხელისუფლებას ევროკომისრის განცხადებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, T24-ის სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.ხელისუფლების განცხადებით, გამოცემამ გასული წლის განმავლობაში 118 მასალა გამოაქვეყნა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეიცავდა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მიზანი ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვაა.