აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რამდენიმე სატელევიზიო არხის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. დეპარტამენტის განმარტებით, მიზეზი ფედერალური კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაა.
კერძოდ, სექტემბერში ხუთმა არხმა რამდენიმე დღით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება, იმის საპასუხოდ, რომ მისმა ადმინისტრაციამ „სიენენის“, MS Now-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა.
დეპარტამენტმა „ეიბისს“, „სიბიესს“, „სიენენს“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსს“ თეთრი სახლის ჟურნალისტთა ჯგუფთან დაკავშირებული მიმოწერის გადაცემა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ბოიკოტმა შესაძლოა, შერმანის აქტი დაარღვიოს.
აღნიშნული კანონი კომპანიებს მონოპოლისტური ბიზნეს-პრაქტიკის გამოყენებას უკრძალავს. ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, თავიანთ მასალას დანარჩენ მედიასაც უზიარებენ.
ცნობისთვის, სექტემბერში დონალდ ტრამპმა „სიეიენს“, MS Now-სა და „პოლიტიკოს“ თეთრ სახლში შესვლა შეუზღუდა, მას შემდეგ, რაც გამოცემები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა მათი დაშვება აღადგინა. სამივე გამოცემამ ადმინისტრაცია უჩივლა და განაცხადა, რომ შეზღუდვა პირველი შესწორებით გარანტირებულ პრესის თავისუფლებას არღვევს.