მილანში არეულობის გამო ძვირად ღირებული მაღაზიები დაიხურა, „ შანელის“ , „ტიფანის“ და „დიორის“ მაღაზიების ვიტრინებიდან პროდუქცია აიღეს
უცხოეთი

მილანში არეულობის გამო ძვირად ღირებული მაღაზიები დაიხურა, „ შანელის“ , „ტიფანის“ და „დიორის“ მაღაზიების ვიტრინებიდან პროდუქცია აიღეს

მილანში არეულობასთან დაკავშირებული გაფრთხილებების გამო ქალაქის ცენტრში მდებარე ძვირად ღირებული მაღაზიები დაიხურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტურისტებში პოპულარულ ქუჩაზე, ვია მონტენაპოლეონეზე „ შანელის“ , „ტიფანის“ და „დიორის“ მაღაზიების ვიტრინებიდან პროდუქცია აიღეს.

გასულ კვირას რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა, რომელთა შორის ბევრი არასრულწლოვანი იყო, ქალაქის ცენტრში მაღაზიები გაძარცვა. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებდნენ. იტალიის პოლიციამ პროტესტის მეორე დღეს მილანში ორასზე მეტი ადამიანი დააკავა.

როგორც „როიტერი“ წერს, გაძარცვულ ობიექტებს შორის არის სპორტული ქსელების – Decathlon-ისა და Arc’teryx-ის მაღაზიები, ასევე მობილური ოპერატორის Vodafone-ის წარმომადგენლობა. ტანსაცმლის ბრენდების მაღაზიებმა ვიტრინები მუყაოთი და ხის პანელებით დაფარეს.

მედიის ცნობით, იტალიის მთავრობის საგანგებო სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, კომენდანტის საათის შემოღების შესაძლებლობაც განიხილეს.