ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია
უცხოეთი

ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ბუნებრივი აირის ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და მეგავატ-საათზე 96 ევროს გადააჭარბა. ფასების მკვეთრი ზრდა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასა და ზამთრის სეზონის წინ მიწოდების შეფერხების რისკებს უკავშირდება.

სპარსეთის ყურის რეგიონიდან თხევადი გაზის ტრანსპორტირება, რაც კონფლიქტამდე გლობალური მიწოდების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა, თითქმის 80%-ით შემცირდა. ამავდროულად, 25 ოქტომბრის მონაცემებით, ევროპული გაზის საცავების შევსების დონე ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.