ფრიდრიხ მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს
უცხოეთი

ფრიდრიხ მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.

„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“, – აღნიშნულია სიტყვაში, რომლითაც მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლა დაგეგმა. გამოსვლის ამონარიდები სააგენტო dpa-ს ორშაბათს გადაეცა.

„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა თავის გამოსვლაში.

მერცმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ სანიმუშოდ იმოქმედეს.

მისი თქმით, მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც ამ შაბათ-კვირიდან გამოიტანა, არის ის, რომ „ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“.