პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კრჟიშტოფ ბოსაკი უკრაინაში კიევთან ახლოს სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ.
უცხოეთი

„უკრაინიდან მორიგი მძიმე ცნობები ვრცელდება, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: კიევის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური საპატიმრო აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისამართი გამჟღავნდა და შენობის მიმდებარედ შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

შემთხვევის ადგილზე პირადად ჩავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი კირილ ბუდანოვი. უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა ეს საპატიმრო. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის სახელდება დეზერტირების დასჯა და შესაძლოა დაკავებულთა ოჯახებისგან გამოსასყიდის მოთხოვნის მოლოდინიც“, – დაწერა მან.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.