ინტენსიური თოვის გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ181-კმ189 (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთებზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.