აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ კონფლიქტის მოგვარების სურვილი პირველად გამოთქვეს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი და უკრაინა ამერიკის შუამავლობით მასშტაბურ შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს.
„რუსეთსა და უკრაინას, ვფიქრობ, პირველად სურთ კონფლიქტის მოგვარება. ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა, ხვალ კი კიდევ რამდენიმე საუბარი მექნება. ვფიქრობ, ძალიან მასშტაბურ შეთანხმებას მივაღწევთ. ჩემი აზრით, ეს შეთანხმება მთელ ევროპას მოიცავს“, – განაცხადა ტრამპმა.