უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს – „მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს ძმას იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“
უცხოეთი

უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს – „მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს ძმას იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძმა, არონი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

აღნიშნულს ადასტურებს ვიქტორ ორბანიც.

მედიის ცნობით, არონ ორბანი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოქმედი მთავრობა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ ტაქტიკას იყენებს და რეალური სამიზნე თავად არის.

„ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანია ოპონენტების გამოთიშვა და ერთპარტიული სახელმწიფოს დამყარება. მე ვარ რეალური სამიზნე. ჩემს უმცროს ძმას კი უბრალოდ იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“, – წერს ვიქტორ ორბანი.

მედიის ცნობით, ორ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ერთობლივ გამოძიებას ატარებენ ეროვნული საგამოძიებო ბიურო და აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნული ორგანო.