გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს
საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება და დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. მანამდე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.

საგზაო სამუშაოებისთვის რაიონული ბიუჯეტიდან 500 ათას ლარამდე დაიხარჯება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.