აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თავისი მეგობარი უწოდა.
აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, მოლაპარაკებების ოთახში შესვლისთანავე გააკეთა.
„ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“, – უთხრა ტრამპმა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს და თითი პუტინის მიმართულებით გაიშვირა.
ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპის ორმხრივ შეხვედრას მართავენ. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.