ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
საზოგადოება

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საყურადღებოა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ ეტაპზე ვახერხებთ. მას სხეულის 83% აქვს დაზიანებული. მდგომარეობა და დიაგნოზი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულია“, – განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

11 და 3 წლის არასრულწლოვნები კი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობენ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დინამიკაში გაუმჯობესებული პარამეტრების მიუხედავად, ექიმები უწყვეტ მონიტორინგსა და საჭირო მკურნალობას განაგრძობენ.