გერმანიაში პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ავრცელებს.55 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.გერმანული მედიის ცნობით, აივანგერი ოთხშაბათს თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას ბერლინში პარტიის ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებაში მონაწილეობა გააუქმა.ჰუბერტ აივანგერი 2008 წელს ბავარიის პარლამენტის წევრი გახდა და პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ამასთან, აივანგერი ბავარიის ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა. ის პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო როგორც ბავარიაში, ისე გერმანიის მასშტაბით.