მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანი
ეკონომიკა მნიშვნელოვანი

ნიკოლ ფაშინიანი: დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს დახმარებით

საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საგარეო უწყება ახლო აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული რეისების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დაბრუნებას დროულად ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რეისებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საქართველოს დღეს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

პაატა ზაქარეიშვილი – თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი ძალიან ძლიერი იდეოლოგიაა, ეს არ არის ხამენეის იდეოლოგია, პირველი საუკუნეებიდან მოდის

ჯერჯერობით რეჟიმი არ შერყეულა. ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს – ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი და თუ ეს მოხდა, მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროზე გავრცელდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. “ხამენეი მოკვდა თავის ოფისში, რეზიდენციაში. ის არ გაიქცა,

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოველენების მიზეზით ბაქოში იაპონიის საელჩო მუშაობას წყვეტს

Report-ის ცნობით, ბაქოში იაპონიის საელჩომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა თავისი საქმიანობა. „რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, ჩვენმა საელჩომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა საქმიანობა. ასევე შეჩერებულია ვიზების განაცხადების მიღება და ვიზების გაცემა“, – წერს საელჩო Facebook-ზე.

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საქართველოს მთავრობის განცხადება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება – რა შეხვედრებია დაგეგმილი?

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ. „ეს ომი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანის ცენტრში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხამენეის ბედთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“, – დასძინა მან.

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘᲡ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲘᲗ, ᲘᲠᲐᲜᲛᲐ ᲰᲝᲠᲛᲣᲖᲘᲡ ᲡᲠᲣᲢᲔ ᲩᲐᲙᲔᲢᲐ

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს.  თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს. მსოფლიოში ნავთობისა და გაზის თითქმის მეხუთედი ჰორმუზის სრუტეზე გადის. სრუტე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგების მთავარ მარშრუტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ნავთობის ტანკერების მოძრაობა უკვე შეჩერებულია.

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: არსებობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის. ეს პროექტი ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან, წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ევროპაში. დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია და მარტში გასამართ სამხრეთის გაზის დერეფნის შეხვედრაზე იგეგმება პროექტის შემდეგ ეტაპზე გადატანა

ნახჭევანში წარმოებული „მწვანე ენერგიის“ ექსპორტის პროექტის შემდეგი ეტაპი მარტში ბაქოში დაგეგმილ სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე განიხილება, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა APA- ს თურქეთის ბიუროსთვის მიცემულ განცხადებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ბუნებრივი აირის მიმართულებითაც. მისი თქმით, აზერბაიჯანთან ხელმოწერილი 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის

წაკითხვა