ზელენსკის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ომის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც აშშ-თან შეთანხმებაში უფრო სიღრმისეულ მუშაობას საჭიროებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ომის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც აშშ-თან შეთანხმებაში უფრო სიღრმისეულ მუშაობას საჭიროებს. ზელენსკის თქმით, ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა აქტიურად პროგრესირებს, უკრაინული გუნდი კი მაქსიმალური ეფექტიანობით მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი კონსტრუქციული მიდგომისთვის. ზელენსკი განმარტავს, რომ შედეგს, რაც შეიძლება მალე უნდა მიაღწიონ.