ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.

🔹ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.

🔹საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

#საგამოძიებოსამსახური2026