რუსთავი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა. ახალგაზრდობის სასახლეში, რომელიც არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრია, მოზარდებისთვის 22 საგანმანათლებლო პროგრამა ამუშავდა. გაიხსნა სამოქალაქო კლუბები და არტ სტუდიები.
მუშაობა დაიწყო საკვირაო სკოლამაც, რომელიც კიდევ ერთი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სივრცე იქნება რუსთაველი მოზარდებისთვის. ცენტრი 1 წლის წინ გაიხსნა და ამ დროისთვის 1500-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს.