შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა დამონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებებისმოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისისამსახურები მუშაობენ, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავადორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა,კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილადმიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებულიგარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპისმოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026-ის“ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისსამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელისამუშაოები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა დამონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებებისმოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისისამსახურები მუშაობენ.ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყისდოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები.მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზემოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკთან არისდაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა დაჯანმრთელობას.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსადა მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოებისწესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციისკანონიერ მოთხოვნებს.პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთაუსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებშიმოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საზოგადოება
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ
- ოქტომბერი 1, 2026